Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2023-12-22
თარიღი 11:00 სთ
მისამართი უნივერსიტეტის ქ.13, თსუ 11 კორპუსი. აუდიტორია 421

2023 წლის 22 დეკემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ინიციატივით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება მე-11-ე სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2023“.
კონფერენცია ეძღვნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკად. ივანე ბერიტაშვილის მიერ ფიზიოლოგიის ლაბორატორიის დაარსებიდან 105 წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს ივანე ბერიტაშვილის ღვაწლი საქართველოში ნეიროფიზიოლოგიური კვლევების განვითარებასა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. კონფერენციაზე ასევე შეფასდება ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის სამეცნიერო აქტივობა, გაიმართება დებატები ნეირომეცნიერების აქტუალურ საკითხებზე. თანამედროვეექსპერიმენტული კვლევებით მიღებული მონაცემების პარალელურად, კონფერენციაზე საგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა მიერ
წარმოდგენილი იქნება თეორიული მოხსენებები ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

მსგავსი ღონისძიებები